20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 15:29:01, 399 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდული ორგანიზაცია „პირველი მერცხალი“ 2 ივნისს, 18:00 საათზე მარშს აანონსებს

ახალგაზრდული ორგანიზაცია პირველი მერცხალი“  2 ივნისს,18:00 საათზე მარშს აანონსებს პრეზიდენტის სასახლიდან რესპუბლიკის მოედნამდე.

ახალგაზრდული ორგანიზაციის განცხადებით, მარში პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყება, ხოლო შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე საქველმოქმედო აქცია-კონცერტს შეუერთდებიან. 

„უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თანამებრძოლები დღემდე ციხეში არიან. უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მათ ადგილას შეიძლება აღმოჩენილიყო თითოეული ჩვენგანი.

დაკავებულებმა უნდა იცოდნენ, რომ არ მივატოვებთ.

ვითხოვთ მათ გათავისუფლებას!

ვიკრიბებით 2 ივნისს, 18:00 საათიდან პრეზიდენტის სასახლესთან ათონელზე, საიდანაც დავიძრებით მარშით რესპუბლიკის მოედნისკენ და შევუერთდებით საქველმოქმედო აქცია-კონცერტს.

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

შეგახსნებთ, 2 ივნისს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქცია არის დაგეგმილი. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics