20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 16:17:04, 424 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ ორგანიზებით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნინო სურგულაძის სოლო კონცერტი გაიმართა.

საქველმოქმედო კონცერტზე, ნინო სურგულაძესთან დუეტი შეასრულა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ. მომღერლებს აკომპანიმენტს უწევდა კონცერტმაისტერი ეკატერინე გოგოლაძე, შესრულდა ცნობილი საოპერო ნაწარმოებები.

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ აქტიურად განაგრძობს საქველმოქმედო აქტივობებს. წლების განმავლობაში, მსოფლიო მეცო-სოპრანომ საქართველოში მსოფლიოში აღიარებულ არაერთ ვარსკვლავს უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ ბაზისბანკისა და ფონდ ნატვრის ხის თანამშრომლობა არაერთ წელს ითვლის. ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეოდ მსგავს საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. ფონდმა, 2014 წლიდან დღემდე, 10 საქველმოქმედო კონცერტი გამართა, რომელთა მეშვეობით 150-ზე მეტი ბავშვის მკურნალობის ხარჯები დაფინანსდა. ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდათ და ჩაუტარდათ ოპერაციები. ასევე, ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ 2000-ზე მეტ ოჯახს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics