21:07 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 11:56:47, 316 ნახვა

საზოგადოება
მატეს უნივერსიტეტის (უნგრეთი) დელეგაციის წევრებმა ჯიღაურას ბაზა დაათვალიერეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (მატე) დელეგაციის წევრები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დელეგაციას უნგრეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი ხელმძღვანელობდა.

„უნგრეთის აგრარული და სიცოცლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების პროფესორებმა ბაზაზე არსებული ვაზის და ხეხილის კოლექციები დაათვალიერეს, ცენტრის საქმიანობას გაეცნენ და ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს. 

აღსანიშნავია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრსა და უნგრეთის აგრარული და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წელს გაფორმდა. მემორანდუმი სამეცნიერო კვლევების და აგრარული განათლების მიმართულებებით ერთობლივი პროექტების განხორციელებასაც ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics