21:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-26 20:16:16, 389 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ცინცაძე: 26 მაისი აღმატებული დღეა, რადგან ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, დამოუკიდებლობის დღე ყველაზე აღმატებული დღეა, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს, რადგან ყველას კარგად ესმის, რამდენად დიდი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი.

„ეკონომიკის სამინისტროს სახელით, მსურს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო 26 მაისი - მართლაც უმნიშვნელოვანესი, აღმატებული დღე, რომელსაც მთელი საქართველო ზეიმობს. სასიხარულოა, რომ ტრადიციულად, ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტრო წარმოდგენილია საქართველოს არაერთ რეგიონში, თავისი პავილიონებით, სადაც სხვადასხვა სექტორის მიღწევებთან ერთად მოქალაქეებს შეუძლიათ გაეცნონ მიმდინარე ტენდენციებს, დაათვალიერონ სტენდები და ინფორმაცია მიიღონ იმ მიმართულებებზე, რასაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს"- აღნიშნა ცინცაძემ.
 
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დღეს გორში იმყოფებოდა, სადაც 26 მაისის ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს ფოსტის" მიერ ორგანიზებული სივრცეები დაათვალიერა - გორის ცენტრალურ მოედანზე "საქართველოს ფოსტა" შემეცნებითი და საბავშვო-გასართობი აქტივობებით არის წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ ასევე გაეცნონ ფოსტისა და საფოსტო მარკების ისტორიას.

„26 მაისი  ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია - ეს დღე ჩვენია, რადგან ჩვენი მთავარი  პრიორიტეტია დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ღირსეული მომავალი ევროპისკენ" - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics