21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-25 18:35:51, 658 ნახვა

საზოგადოება
ხონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს

ხონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზეიმოდ, მოეწყობა ქალაქის ცენტრალური მოედანი, გაიმართება შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები: განთავსდება თემატური, ისტორიული კუთხეები, მოხდება, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა, საპატიო ხონელების დაჯილდოება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვა აქტივობები. ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული მუსიკოსების კონცერტს დაესწრონ.

"საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ხონში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics