21:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 15:02:58, 372 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი წარადგინა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საბჭოს აპარატის თანამშრომლებს აპარატის ახალი უფროსი ლევან ღირსიაშვილი წარუდგინა და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საბჭოს აპარატის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენები და არსებული ვითარება მიმოიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.

"ლევან ღირსიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით დაინიშნა.

ლევან ღირსიაშვილი 2022 წლის აგვისტოდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო. 2019 - 2022 წლებში იგი იკავებდა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას. 2018 წლიდან 2019 წლამდე ლევან ღირსიაშვილი იყო გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, ხოლო 2015 - 2017 წლებში - სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics