21:18 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-24 12:49:22, 351 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

"თიბისი", ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია.

ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, მკითხველებს ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს.  მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში მოეწყობა საბავშვო წიგნების და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა.

წელს, პირველად ფესტივალის გარე სივრცეში, მე-4 და მე-5 პავილიონების მოპირდაპირედ, გაიმართება ფლიმარკეტი. ადგილობრივი მეწარმეები მკითხველსა და დამთვარიელებელს სხვადასხვა აქსესუარსა და ქართულ ნაწარმს შესთავაზებენ.

"თიბისისთვის" მნიშვნელოვანია განათლების და ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობა.

ფესტივალზე, შერჩეულ გამომცემლებთან, "თიბისის" მოსწავლისა და სტუდენტის ვიზა ბარათის მფლობელები განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ და გადახდილი თანხის 40%-ს უკან დაიბრუნებენ. "თიბისის" სივრცეში, მე-11 პავილიონში, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა უფასოდ შეუკვეთონ და ადგილზე გაიაქტიურონ მოსწავლისა და სტუდენტის ვიზა ბარათები და ისარგებლონ საფესტივალო შეთავაზებებით.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics