21:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-22 15:22:35, 329 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ტაბახმელაში სპორტულ კომპლექსს აშენებს

მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თრიალეთის ქ. N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო. 

თბილისის მერის განცხადებით, სპორტულ ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია სასტუმროც, ვარჯიშის პერიოდში გუნდების განთავსების მიზნით. 

„მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება. ეს არის სპორტული კომპლექსი. ამ პროექტის ფარგლებში ერთი სრულყოფილი საფეხბურთო მოედანი, საკალათბურთო მოედანი, ასევე პადელის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. გარდა ამისა, აქ 45 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო განთავსდება, სადაც შესაძლებელი იქნება სავარჯიშო პერიოდის გატარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდებისთვის. პროექტი 2025 წლისთვის დასრულდება და მის განსახორციელებლად დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოედნები საერთაშორისო სტანდარტით მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 230 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, ტექნიკურ შენობის და საპარკინგე სივრცის მშენებლობას. სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics