21:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 15:49:51, 330 ნახვა

საზოგადოება
მერია - სამგორის რაიონში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი ხორციელდება

ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივში, კალოუბნის ქუჩის N18-ში თბილისის მერია კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტს ახორციელებს.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მშენებლობა. კერძოდ, დასრულებულია საფუძვლისა და ხიმინჯების მოწყობა, ასევე, მიმდინარეობს მე-2 სართულზე დიაფრაგმების ყალიბების მოწყობა.

პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ამ მისამართზე სამსართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი იყო. ქირით გაყვანილი გვყავს 36 ოჯახი. ოქტომბერში დაიწყება სარემონტო სამუშაოები და ამ ადამიანებს ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. გარდა ამისა, 10 ბინა გადმოვა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, რომელსაც გადავცემთ უსახლკაროთა სტატუსის მქონე ოჯახებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერთან ერთად ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა იმყოფებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics