21:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-21 12:11:18, 337 ნახვა

საზოგადოება
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლების საკითხის განხილვის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის განახლების საკითხის განხილვის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მენეჯმენტის გეგმის მიზანია განსაზღვროს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნები და მართვის შესაბამისი მიდგომები.

„მენეჯმენტის გეგმა ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ეფექტიან მართვას, საზოგადოების გარემოსდაცვით განათლებას, ეკოტურიზმის განვითარებას. 

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი მზადდება საქართველოსა და შვედეთის მთავრობების თანამშრომლობის პროექტის - „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია 1935 წელს შეიქმნა და დღეისთვის 18 ბუნების ძეგლს მართავს, მათ შორის, პრომეთეს მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, თეთრა მღვიმე, სათაფლია, რომლებიც ტურისტული თვალსაზრისით პოპულარულ ობიექტებს წარმოადგენს”, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics