21:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-19 14:52:58, 436 ნახვა

საზოგადოება
ოთხოზორიას დედა - ასე მგონია, ჩემს შვილს ურტყამენ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის

ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია შვილის სურათს თვალებში ჩავხედო იმიტომ, რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე.წ სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს,- ამის შესახებ აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია აცხადებს.

როგორც ჭანტურიამ მისი შვილის მკვლელობიდან 8-წლისთავზე, მის საფლავზე თქვა, სამართლის აღსრულების იმედი არც ახლა აქვს.

“ჩემი შვილის საფლავთან ვდგავარ და მრცხვენია შვილის სურათს თვალებში ჩავხედო იმიტომ, რომ რასაც ჩემი შვილი შეეწირა, ისეთი მოქმედებისთვის თბილისში ე.წ სამართალდამცავები გამეტებით ებრძვიან ახალგაზრდებს. ებრძვიან თავიანთი სურვილის გამოხატვის გამო. იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსებს დაუთმონ. არის ვინმე ისეთი ადამიანი, ვისაც გაუკვირდება, რომ რუსების მიერ მოკლული შვილმკვდარი დედები არ იყვნენ რუსების მეხოტბეები? არა რუსეთს! ასე მგონია, ჩემს შვილს ურტყამენ იმ ხელკეტს და სახეში ასხამენ წიწაკის სპრეის...

8 წლის თავზეც ჩემი შვილის მკვლელი თავისუფლად დასეირნობს. გავა წლები და ალბათ, ისევ იგივე სურათი იქნება",- თქვა ჯულიეტა ჭანტურიამ, რომლის კომენტარსაც "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

შეგახსნებთ, საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.

ოთხოზორია აფხაზმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, 2016  წლის 19 მაისს მოკლა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics