21:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 12:31:13, 460 ნახვა

საზოგადოება
თსუ-სთან შეკრებილ სტუდენტებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ

დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მე-2 კორპუსთან დილის 09:00 საათზე აღნიშნული კანონის მოწინააღმდეგე შეკრებილ სტუდენტებს, დაცვის თანხლებით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ავტომობილით ჩაუარა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

"თავიდან ცდილობდნენ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით ჩვენს პროვოცირებას, როცა ეს ვერ შეძლეს საბოლოო ჯამში თვითონ გადმოვიდნენ ფიზიკურ თავდასხმაზე, აბსოლუტურად ჩვეულრბრივ ვითარებაში", - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ნიკო მანაგაძემ. 

ირაკლი კობახიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად უკვე დატოვა. 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics