22:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-14 18:05:03, 439 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს, აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები არ გამოიყენოს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება და 
მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები არ გამოიყენოს.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მონაწილეებს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობის საშუალება უნდა მიეცეთ.

"საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას.

14 მაისის 17:15 საათისთვის შსს მიერ გაცემულია მთლიანად აქციის შესაძლო დაშლის გაფრთხილება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანდ აქციის დაშლის აუცილებლობა. 

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა",- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics