|
2016-02-11 22:15:08, 454 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონეთის პარლამენტში შეხვედრები გამართა
ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა ესტონეთის პარლამენტში. პარლამენტის პრეზიდენტთან ეიკი ნესტორთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. ეიკი ნესტორმა აღნიშნა, რომ ესტონეთის პარლამენტი საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს არა მხოლოდ ორმხრივ, არამედ მრავალმხრივ ფორმატებშიც, მაგალითად ნორდიკულ-ბალტიკური თანამშრომლობის ფარგლებში. მან დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი და ასევე დაინტერესდა ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარებით. მიხეილ ჯანელიძემ ეიკი ნესტორთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის ოფიციალურ პირებთან გამართულ ყველა შეხვედრაზე საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა და მეგობრული დამოკიდებულება დაფიქსირდა. მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან წლების განმავლობაში გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და მიესალმა მის მოსალოდნელ ვიზიტს საქართველოში, რომელიც მიმდინარე წლის აპრილშია დაგეგმილი. პარლამენტში მინისტრი ასევე შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლები და კომიტეტის წევრები. კომიტეტის თავმჯდომარემ სვენ მიკსერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის პარლამენტი მოწოდებულია როგორც ქვეყნების შორის ორმხრივი თანამშრომლობის წარმატებული განვითარებისათვის, ასევე ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ ქვეყნის შიგნით არსებული ვითარებით, ასევე საქართველოს პროგრესით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით და საქართველოს მოლოდინებით ნატო-ს ვარშავის სამიტისათვის. მიხეილ ჯანელიძემ ესტონელ კანონმდებლებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის როლი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პროცესში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)