|
2015-02-12 13:03:38, 780 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, 101 წლის მოქალაქეს 1 000 ლარი გადაეცა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 101 წლის ჯემილე ჩახვაძეს ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1 000 ლარი გადაეცა. უხუცესი ქალბატონი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ზურაბ თენიეშვილმა და ნონა გალოგრემ, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსთან ლელა სურმანიძესთან ერთად მოინახულეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯემილე ჩახვაძის მსგავსად 1000 ლარი საპენსიო ანგარიშზე აჭარაში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 41 მოქალაქეს დაერიცხა. თანხას ის მოქალაქებიც მიიღებენ, რომლებსაც 100 წელი წლის ბოლომდე შეუსრულდებათ. 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2002 წლიდან მოქმედებს. გასულ წელს ფულადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით 100 წელს გადაცილებულ 57 მოქალაქეს გადაეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)