00:29 - 29 May, 2026
|
2024-04-19 11:39:46, 354 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტოს დირექტორი შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, ის პროგრამები და პროექტები გააცნეს, რაც მათი განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ხორციელდება. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა შეხვედრის მონაწილე დევნილების შეკითხვებს უპასუხა და მათი პრობლემები მოისმინა. დევნილ ოჯახებთან მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)