|
2024-04-18 15:02:16, 388 ნახვა
საზოგადოება
Amnesty International - პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო პასუხი უნდა აგოს
პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, - ასე ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ 16 აპრილს გამართულ აქციას. როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ პოლიციამ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, "ჩაატარა ის, რაც როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციაა". „რისი მოწმენიც გავხდით გუშინ თბილისში, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა, გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი და როდის გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და ურტყამდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, ბოჭავდა და უმოწყალოდ სცემდა მათ. პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, ჩაატარა ის, რაც, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციაა", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)