|
2024-04-18 14:55:56, 298 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ქალაქ ვერონაში, გამოფენებში „Vinitaly” და „Orange Wine Festival” ქართული ღვინის მწარმოებელი ორი კომპანია და 25 საოჯახო მარანი მონაწილეობდა. „ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და პოპულარიზაციისთვის, აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. „Vinitaly“ ქ. ვერონაში 1967 წლიდან ტარდება და ის არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ათასამდე კომპანია მონაწილებდა. ქარვისფერი ღვინოების გამოფენა „Orange Wine Festival“ წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს ვერონაში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის 87 მწარმოებელი მარანი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია, საბერძნეთი, ავსტრია, სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ჩეხეთი. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისo ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)