|
2024-04-17 20:18:57, 463 ნახვა
საზოგადოება
Bassiani: უარი და წინააღმდეგობა ანტისახალხო რუსულ კანონს!
ღამის კლუბი Bassiani რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. განცხადებაში წერია: „ჩვენი ქვეყნის მმართველმა კლასმა არ იკმარა წლების განმავლობაში წარმოებული ანტისოციალური, ანტისახალხო პოლიტიკა, ეკონომიკური და კულტურული ჩაგვრები, რომლითაც ანაწევრებდა საზოგადოებას და ამით, ქვეყანას მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობის წყაროდ აქცევდა. 2023 წლის მარტში, საყოველთაო პროტესტის შედეგად უკან გაწვეული “რუსული კანონის” დაბრუნებითა და დღეს მისი პირველი მოსმენით მიღებით, ამ პოლიტიკურმა კლასმა საბოლოოდ განაცხადა, რომ მათი მიზანი არაა, და არასდროს ყოფილა საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა. რუსული კანონი საქართველოს ართმევს წინსვლისა და განვითარების იმ გზებს, რომელიც, ქართველმა ხალხმა, ათწლეულების განმავლობაში, ყველა გამოწვევის, ომებისა და ნგრევის მიუხედავად, ერთად დგომითა და შეუპოვარი ბრძოლით მოიპოვა. ამ მოღალატეობრივი და მავნებლური გადაწყვეტილების შემდეგ დუმილი დანაშაულის ტოლფასია, ხოლო მის წინააღმდეგ ხმის ამოღება, ქუჩაში გასვლა და ბრძოლა გამარჯვებამდე ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. BASSIANI უერთდება სახალხო წინააღმდეგობას და იმედს ვიტოვებთ, ამ წინააღმდეგობის ნაწილი გახდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ყველა ჯგუფი და ინდივიდი, რომლისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი ძვირფასი და მნიშვნელოვანია. არა რუსულ კანონს, დაიკავე ქუჩა – დღეს, პარლამენტის წინ, 19:00″. დღეს, 17 აპრილს „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნების ლიდერების კრიტიკის პარალელურად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)