00:38 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-17 15:03:34, 421 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

მოქალაქეები კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

დღის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ ერთი აქცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

16 აპრილს, საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას და ორი ალტერნატიული კანონპროექტის ჩაგდებას მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა.

15 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

3 აპრილს, "ქართული ოცნებისაღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა.

8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics