|
2024-04-17 01:45:29, 416 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველზე სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდა - ვიდეო
პარლამენტთან, სადაც ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა, სპეცრაზმელებმა აქციის ერთ-ერთი მშვიდობიანი მოქალაქე წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კადრში ჩანს, როგორ გარბიან მოქალაქეები, რომლებსაც მისდევენ სპეცრაზმელები და როგორ აგდებენ ძირს ერთ-ერთ მოქალაქეს. პარლამენტთან სპეცრაზმელებმა გამოცემა "აპრილის" ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურსაც სცემეს. "მცემეს, პირადარასტს მეძახდნენ, გააჯვი აქედანო, წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პიდარასტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს," - ამბობს ბასხაჯაური. მოქალაქე ამბობს, რომ მას ნიღბიანები გამოეკიდნენ და ხელკეტი სახის არეში დაარტყეს. მამაკაცი აღნიშნულ ქუჩაძე მცხოვრებლებმა შეიფარეს და სასწრაფო დახმარებაც სორედ ადგილობრივებმა გამოიძახეს. "4 სპეცრაზმელი ერთდროულად მცემდა"- ამბობს მამაკაცი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)