|
2024-04-16 16:12:16, 308 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა კომიტეტის დელეგაციასთან, რომელსაც ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობდა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილა. „ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტიანი თანამშრომლობა რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ კონტექსტით ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება, სამხედრო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზება, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური დახმარება, რაც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ზრდის თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას. საუბარი შეეხო სამმხრივ თანამშრომლობას, რაც მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტერიალს წელს საქართველო უმასპინძლებს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)