|
2024-04-15 15:21:20, 316 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში წყალარინების ქსელი 14 მისამართზე შეიცვალა
გლდანის რაიონში წყალარინების ქსელი 14 მისამართზე შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. მათი ცნობით, გლდანის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. „წითელ ხაზებში არსებული წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 14 მისამართზე დასრულდა, 7 მისამართზე კი ამჟამად მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები მეშვიდე მიკრორაიონის N1 ა კორპუსში ხორციელდება, სადაც ექვსივე სადარბაზოში წყალარინების შიდა და გარე ქსელი დაახლოებით, 330 გრძივ მეტრზე იცვლება. აღნიშნულისთვის 62 754 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო. "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)