|
2024-04-15 14:49:46, 352 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქველმოქმედო კამპანია #მიყვარხარდედა გაიმართა
ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით, კამპანიის #მიყვარხარდედა ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 100-მდე ოჯახს თანადგომა გაეწია. ბაზისბანკისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კონტრიბუციით, კამპანიის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი დედებისთვის, შვილებმა სპეციალურად შეარჩიეს და გადასცეს საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვანი საჩუქრები. 11 აპრილს კი, საქველმოქმედო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, დედები მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს და სპეციალურად მათთვის გამართულ სპექტაკლ ,,მაკბეტს“ დაესწრნენ. ბაზისბანკი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია სოლომისიასთან, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით უამრავ CSR პროექტს ახორციელებს და ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვას, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის მედიაწიგნიერების განვითარებას, სოციალური კამპანიების მართვას, ცნობიერების ამაღლებას და სოციალური სფეროს მხარდაჭერას. ბაზისბანკის და სოლომისიის პარტნიორობით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო მასშტაბური საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)