|
2024-04-12 15:07:52, 300 ნახვა
საზოგადოება
კახა კაკაბაძე ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მორავიის კარსტის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში, სადაც საქართველოს და ჩეხეთის მხარის წარმომადგენლებმა ტყის და დაცული ლანდშაფტის მართვის პრინციპებზე იმსჯელეს. „აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყის სექტორის მართვის რეფორმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან და ახორციელებს არაერთ მიზნობრივ პროგრამას, რაც რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. მიმდინარე აქტივობებს შორისაა ჩეხეთისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების (CzDA/ADA) მიერ დაფინანსებული პროგრამა „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება“. ისევე როგორც ქვეყენაში მიმდინარე სატყეო რეფორმის, ასევე აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტული მიმართულება მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, მათ შორის, ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)