|
2016-02-10 17:52:27, 744 ნახვა
ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერას აგრძელებს
„ვითიბი ბანკსა“ და საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას შორის გაგრძელდა სპონსორული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2016 წლის განმავლობაში ბანკი კვლავ, ფედერაციის გენერალურ სპონსორად რჩება. „ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერა, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს, 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად, განადგურებული ფედერაციის შენობის სარემონტო და აღდგენითი სამუშაოები. ამ მიზნისთვის და ასევე ახალი სპორტული ინვენტარის შესაძენად ვითიბი ბანკმა 1,200000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი გამოყო. სარემონტო სამუშაოები დასრულებით ეტაპზეა, უახლოეს პერიოდში სპორტსმენები და მოზარდები განახლებულ შენობაში შეძლებენ ვარჯიშს. საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია სპორტის 5 სახეობას აერთიანებს: ბატუტი, მხატვრული ტანვარჯიში, სპორტული ტანვარჯიში, აკრობატიკა და აერობიკა. „ვითიბი ბანკი საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედერაციის პირველი ოფიციალური სპონსორია 2012 წლიდან, ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობით, რომლის შედეგადაც ფედერაციამ მრავალ წარმატებას მიაღწია. ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მოზარდებისა და სპორტსმენების განვითარებას და საშეჯიბრო მომზადებას“, - განაცხადა ვითიბი ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა, გიორგი ბარკალაიამ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)