|
2024-04-11 10:26:45, 309 ნახვა
საზოგადოება
თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა დღეს იხსნება
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „ექსპო ჯორჯიას" სივრცეში დღეს თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა იხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, რეგიონში ყველაზე დიდი სახელოვნებო ღონისძიება, მრავალფეროვანი პროგრამით და მეტი სიახლით 11-დან 14 აპრილამდე გასტანს. "თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა 14:00 საათზე ექსკლუზიური ჩვენებით გაიხსნება, რომელსაც ხელოვნების მიმართულების სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. დღესვე, 17:00 საათიდან ბაზრობა ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნება და დამთვალიერებლებს ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. წლევანდელ გამოფენაში 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეა მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს წარადგენენ. 45 ხელოვანის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი Hive-დამოუკიდებელი არტისტების სივრცეში. თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა, მასშტაბური გამოფენა-გაყიდვის გარდა, დამთვალიერებელს შესთავაზებს ქართველი და უცხოელი არტისტების კურირებულ გამოფენებს, მასტერ კლასებსა და Art Talk-ებს. გამოფენა 11 აპრილს 17:00-დან 21:00 საათამდე მიიღებს დამთვალიერებელს, ხოლო 12-14 აპრილს - 12:00-დან 20:00 საათამდე",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)