|
2024-04-08 11:13:56, 484 ნახვა
საზოგადოება
TI - უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსამართლის მეუღლეს, ზეინაბ ჭელიძეს ეკუთვნის 2 ქონება, რომელიც დეკლარაციაში ასახული არ არის. "საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრია, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მეუღლის უძრავ ქონებებს მალავს. კერძოდ, მის მეუღლეს, ზეინაბ ჭელიძეს ეკუთვნის შემდეგი 2 დაუდეკლარირებელი ქონება:
საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, ლევან მიქაბერიძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ვალდებულია, ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში. ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად სასამართლოს გაჯანსაღების მიზნით გათვალისწინებული ერთ-ერთი წინაპირობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების გადამოწმებაა",- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)