|
2016-02-10 16:01:58, 660 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ჩეხეთის სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა საქართველო-ჩეხეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მეორე სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. ეკონომიკის სამინისტროს ინოფრმაციით, ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სფეროში. დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს სტანდრატებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსა და ჩეხეთის სტანდარტების, მეტროლოგიისა და ტესტირების უწყებას შორის, უწყებების ადამიანური რესურსების განვითარებას, პროფესიულ ტრეინინგებს საუკეთესო ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად და განხორციელებული მიღწევების გაზიარებას. მემორანდუმში ასევე ასახულია ორმხრივი საერთაშორისო შედარებები მეტროლოგიის სფეროში, რომელიც მოიცავს სააგენტოში არსებული ეტალონების ეკვივალენტურობის ხარისხის დადგენას ჩეხეთის მხარესთან ეტალონების ორმხრივი შედარებების შედეგად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)