|
2024-04-01 21:22:35, 438 ნახვა
საზოგადოება
მდინარაძე - უფრო დიდი შეურაცხყოფა ქართული სასამართლოსთვის არასდროს არავის მიუყენებია ვიდრე „ნაცმოძრაობას“
უცხოელების ფული საქართველოში ნაცვლად იმისა, რომ მოხმარდეს სასამართლოს გაჯანსაღებას, კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას, მის ხარისხს - იხარჯება სასამართლოს დისკრედიტაციისთვის და ეს ხდება იმ პარტიასთან ერთად, რომელმაც სასამართლო ჯიბეში ჩაიდო და გაანადგურა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოს დისკრედიტაციაში ხელს უწყობს „ენჯეო“ სექტორი და ამას უწოდებს ტერორისტულ აქტს ქართული სამართლის და ქართული სასამართლოს წინააღმდეგ". „სასამართლოს დისკრედიტაციას გეგმავს „ნაცმოძრაობა“. რა უქნეს სასამართლოს თავის მმართველობის პერიოდში გვახსოვს ყველას. დღეს ცდილობენ, რომ სასამართლოს დაარტყან ისევ და ამაში „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები ხელს უწყობენ. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, „ენჯეო“, რომელიც უნდა ებრძოდეს ყველას, ვინც კი სასამართლოს დისკრედიტაციას შეეცდება და ვინც კი დეზინფორმაციის გავრცელებას შეეცდება სასამართლოსთან დაკავშირებით - ეს ხალხი თვითონ ავრცელებენ დეზინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებით და თვითონ ხარჯავენ მიღებულ გრანტებს იმაში, რომ სასამართლო დააზიანონ. მეტი მავნებლობა რა უნდა ქნან ვეღარ წარმომიდგენია. ეს არის ტერორისტული აქტი ქართული სამართლის და ქართული სასამართლოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)