|
2024-04-01 15:12:39, 580 ნახვა
საზოგადოება
ბახტრიონის ქუჩაზე დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N30-ის მიმდებარედ სამშენებლო სამუშაოების პროცესში დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მიმდინარე სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა. „ბახტრიონის ქუჩის N30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა იყო დაზიანებული. დაზიანება გამოიწვია კორტების სამშენებლო სამუშაოებმა. ძირითადად, დამჭერი კედლის პრობლემა იყო. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა მიწისქვეშა გრუნტის წყლები. ეს ყველაფერი კომპანიამ გამოასწორა. პირველი, რაც გაკეთდა სამუშაოების ფარგლებში და რის გამოც ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვიწყებდით გზის მოწესრიგებას, ესაა დამჭერი კედლის მოწყობა. ამჟამად მუნიციპალური სამსახური უკვე შემოსულია და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. თვის ბოლოს გზა აღდგენილი იქნება, ტერიტორია - მოწესრიგებული, მოეწყობა გამწავენებული კუნძული, მოძრაობა კი ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ტერიტორიაზე მომუშავე კერძო კომპანიამ გრუნტის დამჭერი კედელი გაამაგრა და წარმოადგინა შესაბამისი დასკვნა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყო. გზის დაზიანებული ნაწილის აღდგენით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება და საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაზო ვასაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ დაათვალიერეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)