|
2024-03-29 15:55:36, 707 ნახვა
საზოგადოება
მერია - N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა
ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ავტობუსი ნუცუბიძის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, პირდაპირ ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუხვევს და მინდელის ქუჩაზე აღარ გადაადგილდება. "N326 მინდელის ქუჩას უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც არ გაივლის. ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ანჯაფარიძის ქუჩის გავლით, პირდაპირ დაუკავშირდება ნუცუბიძის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს. სამუშაოებს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. გზის მოწესრიგების შემდეგ, N326 დადგენილ მარშრუტს დაუბრუნდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)