|
2024-03-29 13:52:59, 713 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კრწანისის რაიონში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო არეალი ორ ჰექტარს მოიცავს. სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი კახა კალაძე, საკუთარ მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „დავიწყეთ გორგასლის ქუჩაზე არსებული ბულვარის რეაბილიტაცია, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული სივრცე განახლდება, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და განთავსდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. თავდაპირველად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიწის ქვეშ გადატანა გვინდოდა, თუმცა ტერიტორიაზე არსებული მრავალწლოვანი ხეების გამო, მსგავსი პროექტის განხორციელება ვერ მოხერხდა. ჩავატარეთ კვლევებიც და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ეტაპზე, ტერიტორიაზე არსებული ბულვარი მოვაწესრიგოთ, მომავალ წელს კი განახლდება გზის მეორე მხარეს არსებული სივრცე, რომელიც დაახლოებით, ორი ჰექტარია. კრწანისის მოსახლეობას კიდევ ერთი განახლებული რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომელიც სავარჯიშოდ, დასვენებისა და განტვირთვისთვის საუკეთესო ადგილი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსდება შესაბამისი საპარკო ავეჯი. ასევე, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახი. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბექა ოდიშარია და ლევან ჯაფარიძე იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)