|
2024-03-28 11:44:59, 719 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა
28 მარტიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ავტობუსების განრიგი ფრენების განრიგზე იქნება მორგებული და 1 გზის საფასური 5 ლარს შეადგენს - ანგარიშსწორება ნებისმიერი საბანკო ბარათის საშუალებით იქნება შესაძლებელი. მათივე ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტიდან შატლები DMO იმერეთის ოფისის მიმართულებით იმოძრავებენ, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და იქიდან, ისევ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბრუნდებიან. "ქუთაისში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტის მგზავრი მარტივად და კომფორტულად გადაადგილდეს ქალაქამდე, აუცილებელი იყო მუნიციპალური ავტობუსების დანიშვნა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია "ჯ-თი გრუპ“-თან გავაფორმეთ ხელშეკრულება. რის საფუძველზე, დღეიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, ივლის ჩვენ მიერ დანიშნული ოფიციალური შატლის ტიპის ავტობუსები. ეს არ იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. იქნება კონკრეტულად აეროპორტიდან ქალაქამდე და პირიქით, განკუთვნილი ტრანსპორტი, რომელსაც აქვს შესაბამისი ბრენდინგი, რომ ჩვენი აეროპროტის მგზავრებმა მარტივად იცნონ",- აცხადებს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)