|
2024-03-22 12:10:03, 522 ნახვა
საზოგადოება
22 მარტი წყლის დაცვის საერთაშორისო დღეა
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები და დაბა სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები სიონის წყალსაცავზე იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული წყალსაცავი ზემო და ქვემო სამგორის სარწყავი სისტემების წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. „რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წყალსაცავზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობა დაათვალიერებინეს, გააცნეს წყალსაცავის ისტორია და მუშაობის სპეციფიკა. სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე მორწყვის მეთოდებზე, რაც წყლის რესურსის რაციონალურ ხარჯვას უწყობს ხელს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყლის რესურსის დასაცავად. 1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. წყლის დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვისა და რაციონალური მოხმარების საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)