|
2024-03-22 11:28:08, 581 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ პროექტის „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“ მხარდამჭერია
"თიბისის" მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით იწყება პროექტი „ხელოვნური ინტელექტი სკოლაში“. პროექტის მიზანია, გააცნოს პედაგოგებს ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მახასიათებლები, მიაწოდოს მათ ინფორმაცია ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმის შესახებ და გაზარდოს ხელმისაწვდომობა მასწავლებლებში ტექნოლოგიურ ცოდნაზე. ტრენინგ კურსებზე, მასწავლებლების რეგისტრაცია, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაწყებულია და 25 მარტის ჩათვლით გრძელდება. მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა ოცდაათი ICT მიმართულების სკოლის მასწავლებელი, რომლებიც შეისწავლიან და გადამზადდებიან შემდეგი მიმართულებით: • ხელოვნური ინტელექტის ზოგადი მიმოხილვა • ხელოვნური ინტელექტის არსებული პლატფორმები და მათი გამოყენება • მობილური აპლიკაციების პროტოტიპირება MIT App Inventor • ხელოვნური ინტელექტის მარტივი მოდელების ინტეგრირება • ინფორმაციული უსაფრთხოება განათლებაში. ტრენინგების სერია აპრილიდან დაიწყება და ჯამში 12 ონლაინ შეხვედრას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ, ჩატარდება ფინალური კონფერენცია და ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. პროექტი სრულად დაფინანსებულია. ტრენინგ კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია 25 მარტის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://forms.office.com/e/xGR3VD5yrY პროექტის პარტნიორები არიან: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაცია - „Teachers Lab“, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია „Techdro“. "თიბისისთვის" განათლებაზე ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული პროექტის მხარდაჭერით "თიბისი" მასწავლებლებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია ხელოვნური ინტელექტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვან მიმართულებებში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)