|
2024-03-20 10:10:15, 530 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ში, TEXSOM-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსში, ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” ორგანიზებით, აშშ-ში, ტექსასის შტატის სომელიეთა კონფერენციის (TEXSOM) ღვინის საერთაშორისო კონკურსზე, სხვადასხვა ქართული კომპანიის 25-მა ღვინომ პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, TEXSOM-ის კონკურსზე წარდგენილი იყო 50 ქართული კომპანიის სხვადასხვა სახეობის ის ქართული ღვინოები, რომლებიც უკვე იყიდება აშშ-ის ბაზარზე. „ქართული ღვინის წარმატება მსგავს საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსში მიანიშნებს მის მაღალ ხარისხზე და, ამავე დროს, ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას და გაყიდვების ზრდას. გამარჯვებული 25 ღვინიდან ერთმა ღვინომ მოიპოვა პლატინის, ხუთმა ოქროს, ათმა ვერცხლის და ცხრამ ბრინჯაოს მედალი. (გამარჯვებული ღვინოების შესახებ იხ. ლინკზე:https://texsom.com/results/?fbclid=IwAR1OvXoMyEs1HdilqytqJH9og7ax8BEO9AogSbiP2uuDrrAtoQbaP75eHq0). ტექსასის სომელიეთა კონფერენცია TEXSOM 2005 წელს დაარსდა, ადგილობრივი სომელიეებისთვის პროფესიული სტანდარტებისა და განათლების ამაღლების მიზნით. კონფერენცია შემდგომ გადაიქცა ღვინის სფეროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებად. 2014 წლიდან კონფერენციას დაემატა ყოველწლიური საერთაშორისო ღვინის კონკურსი, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც არიან ღვინის პროფესიონალები და სომელიეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2024 წლის აგვისტოში დაგეგმილ TEXSOM-ის სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა ღვინის ინდუსტრიის ექსპერტებისა და პროფესიონალების წინაშე მოეწყობა“, - აღნიშნულია ღვინის სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)