|
2024-03-12 12:22:01, 1011 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, Euromoney-სგან 2 ჯილდო მოიპოვა
საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, "თიბისი", ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, წელსაც დაასახელა საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად. "თიბისიმ" აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები. აღნიშნული ჯილდო "თიბისის" მიერ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტის შედეგია. მათ შორის აღსანიშნავია "თიბისი" ბანკის და EBRD-ის ერთობლივი ტრანზაქცია, რომლის ფარგლებშიც, "თიბისიმ" ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, ფინანსური რესურსი მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვის, EBRD-იმ ფაქტორინგის დაფინანსების რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა. „მოქნილი პროდუქტებით, თანამედროვე პლატფორმებითა და საერთაშორისო ბაზრებზე მსხვილი ფინანსური პარტნიორებით, სულ უფრო მეტ კომპანიას ვაძლევთ შესაძლებლობას იმპორტ-ექსპორტის პროცესში წარმატებით ჩაერთონ. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, წლებია მსხვილი საერთაშორისო გამოცემები და ორგანიზაციები გვაჯილდოებენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პარტნიორების საჭიროებებზე მორგებული ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტები და მომსახურება, ის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რომლის დამსახურებითაც, Euromoney-იმ საქართველოში 2024 წლის საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დაგვასახელა", - აცხადებს გიორგი თხელიძე, "თიბისის" გენერალური დირექტორის მოადგილე. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, "თიბისის" ბაზრის წილი - 46%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. "თიბისის" ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს. 2023 წელს "თიბისი", აღნიშნული მიმართულებით, EBRD-ის, ADB-ის, Global Finance-ისა და Euromoney-ის ჯილდოების მფლობელი გახდა.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)