07:49 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-04 13:55:59, 1391 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი: თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა

თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა - ამის შესახებ,  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მხოლოდ ამ კვირაში მოვახერხეთ შვიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება. სწორედ ისინი ყრიან ბომბებს და კლავენ უკრაინელებს. თებერვლის დასაწყისიდან რუსეთმა 15 სამხედრო თვითმფრინავი დაკარგა. ეს არის მათი დანაკარგების სწორი დინამიკა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

თებერვლის ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვის დასაწყისიდან მხოლოდ ორ კვირაში ჩამოაგდეს 13 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ომის წინა თვეებში.

რუსული მხარე ამ ციფრებს არ ადასტურებს და ომის პირობებში BBC დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს მეომარი მხარეების მსგავს ინფორმაციას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics