|
2015-02-11 16:44:06, 1331 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 4.5 პროცენტამდე ზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 11 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს. ამის შესაახებ გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც გაიზარდა საგარეო შოკის გავლენით საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები. მათივე ცნობით, ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას. თუმცა, მიუხედავად პოლიტიკის გამკაცრებისა, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულს დაბლა რჩება. მიმდინარე პროგნოზით, თუკი არ გამოიკვეთა ეკონომიკაზე მოქმედი სხვა შოკები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 2015 წლის ბოლოს 5%-ის ფარგლებში იქნება. „დღეისათვის არსებული პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 5%-იანი მიზნობრივი ნიშნულის დაბლა შენარჩუნდება 2015 წლის პირველ ნახევარში და მას წლის ბოლოს მიაღწევს. იანვარში წლიურმა ინფლაციამ 1.4 პროცენტი შეადგინა. იანვარში ინფლაციის შემცირება დიდ წილად საწვავის გაიაფებას ასახავს, ხოლო საბაზო ინფლაცია 3.2%-მდე გაიზარდა. პროგნოზები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ეგზოგენურ ფაქტორებზე და ცვლილების რისკებს ორივე მიმართულებით შეიცავს“,-აცხადებენ ეროვნულ ბანკში. მათივე განმარტებით, საგარეო დისბალანსის დროს გაცვლითი კურსის ცვლილება არის ეკონომიკის ბუნებრივი რეაქცია, რაც ხელს უწყობს ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის შერბილებას. ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურ გამოხატულებაში არ გაუფასურებულა, თუმცა ლარი გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ. რადგან საქართველოში გვაქვს დოლარიზაციის მაღალი დონე აშშ დოლარის მიმართ ლარის გაუფასურება ქმნის ინფლაციის დამატებით რისკებს ინფლაციის მოლოდინების ზრდისა და დოლარით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებული გაზრდილი შუალედური ხარჯების შედეგად. არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციური რისკების შესამცირებლად. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე. ამასთან, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 25 მარტს გაიმართება.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)