|
2023-12-28 11:22:53, 1319 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მიგრაციის ეფექტის შემცირების მიუხედავად, წმინდა სავალუტო შემოდინებები ნოემბერში ისევ გაიზარდა
ქვეყანაში წმინდა სავალუტო შემოდინებები ისეთი ძლიერი აღარაა და მცირდება, რასაც ისტორიული დინამიკის გათვალისწინებით, "თიბისი კაპიტალი" არა კლებად, არამედ ნორმალიზებად აფასებს. ამასთან, ბოლო თვეებში გაუმჯობესება აღინიშნება. თანაც, იმ ფონზე, რომ მიგრაციამ 2023 წელს პიკს უკვე მიაღწია და, როგორც ჩანს, სამომავლოდაც ეტაპობრივი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ასევე, დაბალი ინფლაცია უკვე ფაქტია. ეს კი, ეკონომიკის ზრდის ნორმალიზებასთან ერთად ნიშნავს, რომ ლარში გაყიდვებისა და მომგებიანობის, ხელფასების მატების უფრო ზომიერი ტემპია მოსალოდნელი. "თიბისი კაპიტალის" შეფასებით, ნაკლებსავარაუდოა ლარის მკვეთრი გამყარება. ანალიტიკოსების უმრავლესობა, მომდევნო წლებში აშშ დოლართან მიმართებით უფრო მყარ ევროზე თანხმდება. საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ლარის და როგორც ჩანს, დოლარისა და ევროს შემთხვევაშიც, პიკური პერიოდები უკვე გადავლილია. საბაზო სცენარების გარდა, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისას შესაძლო სტრესული გარემოებების დადგომის ალბათობის მხედველობაში მიღებაც. გაეცანით პუბლიკაციას სრულად ბმულზე.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)