|
2023-12-25 17:09:28, 1400 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ბათუმსა და ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბის სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, მთავრობის მეთაური მაღალმთიან აჭარაში უხვი ნალექისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს და არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მათივე ცნობით, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაწყებულია ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაო პროცესში ჩართულია გზების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკა. ეტაპობრივად ყველა მიმართულებით იწმინდება საავტომობილო გზები. "მაღალმთიან აჭარაში გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმსა და ქობულეთში. მუნიციპალიტეტებში შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბები. უამინდობით გამოწვეული სირთულეების ეფექტიანად დაძლევის მიზნით, ყველა სამსახური კოორდინირებულად მოქმედებს", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. საგანგებო სიტუაციების მართვის საკოორდინაციო შტაბის თათბირს მუნიციპალიტეტის მერები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და ენერგო-პროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ბათუმსა და ქობულეთში. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები.
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)