|
2023-12-20 18:09:12, 1120 ნახვა
ეკონომიკა
რიჟვაძე - აჭარაში ციტრუსის სეზონი აქტიურად მიმდინარეობს, უკვე ექსპორტირებულია 27 000 ტონა და გადამუშავებულია 4 600 ტონა ციტრუსი
აჭარაში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაშია. ციტრუსის სეზონის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ადგილზე გაეცნენ. დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო და არასტანდარტული ციტრუსის საკონსერვო ქარხანა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის ცნობით, საპროგნოზო მონაცემებით, მიმდინარე წელს 55 ათას ტონა ციტრუსს ელოდებიან. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო იღებს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 27 000 ტონამდე სტანდარტული მანდარინი, ხოლო მიღებული და გადამუშავებულია 4600 ტონა არასტანდარტული. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაორმაგდა და 1 კგ მანდარინზე 30 თეთრს შეადგენს. „აქტიურად მიმდინარეობს ციტრუსის სეზონი. მოქმედებს მიმღებ- დამხარისხებელი პუნქტები, ასევე, გადამამუშავებელი საწარმო. უკვე ექსპორტირებულია რეკორდული რაოდენობა. დაახლოებით, 27 ათასი ტონა და ყველა ჩვენი საერთო ძალისხმევით უნდა შევძლოთ, რომ არ დარჩეს რეალიზაციის გარეშე არცერთი კილოგრამი დაკრეფილი მანდარინი. წელს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო და პრაქტიკულად გავაორმაგეთ სუბსიდია არასტანდარტულ მანდარინზე. შესაბამისად, თითოეულ ფერმერს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს ამ გაზრდილი სუბსიდიის ფარგლებში“, - განაცხადა რიჟვაძემ. ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონში ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი აამოქმედა რომლის ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)