19:37 - 27 May, 2026
|
2023-12-05 14:30:41, 1480 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი Telegram-ზე ავრცელებს. პროკუდინის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ერთი და დაიღუპა 2 ადამიანი. "დღეს დილით რუსეთის არმიამ ხერსონის ცენტრი დაბომბა. ოკუპანტებმა 2 ადამიანი მოკლეს - 48 წლის კაცი და ქალი. ამასთან, მტრის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 59 წლის კაცი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერს პროკუდინი. შეგახსენებთ, რომ გუშინ 4 დეკემბერს, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში, შუმენის რაიონში მდებარე საბავშვო ბაღი დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)