|
2023-11-24 16:51:52, 1333 ნახვა
რეგიონი
ქედაში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024 და საქართველოს სასკოლო ლიგა 2023-2024 შესარჩევი მუნიციპალური თამაშები დაიწყო
ქედაში, საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024 და საქართველოს სასკოლო ლიგა 2023-2024 შესარჩევი მუნიციპალური თამაშები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს, მაგიდის ჩოგბურთში ოლიმპიადა ქედის მუნიციპალიტეტის მერისის, ვაიოს, უჩხითის და დოლოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის გაიმართა. "მაგიდის ჩოგბურთში გუნდური პირველობა და ინდივიდუალური პირველობა ვაიოს საჯარო სკოლამ მოიპოვა. ოლიმპიადა ჩატარდა კალათბურთში 3X3 -ზე გოგონებსა და ვაჟების გუნდებს შორის, რომელშიც მონაწილეობას დოლოგნის, ქვედა მახუნცეთის, პ/მაისის, ქედისა და მერისის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღებულობდნენ.
სასპორტო ოლიმპიადა ასევე, სპორტის შემდეგ სახეობებში გაიმართება: ფრენბურთი, მინი ფეხბურთი და გეზბენი. მუნიციპალიტეტში გამარჯვებული გუნდები ქალაქ ბათუმის რეგიონალურ თამაშში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება ა(ა)იპ ,,ქედის სასპორტო სკოლის" ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების და ,,ქედის რესურსცენტრის" მზარდაჭერით იმართება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)