|
2023-11-20 11:08:41, 1259 ნახვა
რეგიონი
ქედის მერიის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ აღინიშნა
ქედაში სახალხო დღესასწაული „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ აღინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ქედის მერიის ცნობით, ტრადიციულად, ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაიხსნა. მუნიციპალიტეტის მერთან როლანდ ბერიძესთან ერთად საპატიო ქედელები დააჯილდოვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ფრიდონ ფუტკარაძემ და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაზა შავაძემ. „მოწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნენ კულინარიულ მასტერკლასებს, ჯარას პრეზენტაციას, ხეზე კვეთის, ჭიბონის აწყობის, კალათების ქსოვის იმიტაციებს და ღვინის დაწურვის ცერემონია. მოეწყო ღვინის ფოტო კუთხე, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, სამუზეუმო ექსპონატების, საწარმოებისა და ფერმერების პროდუქციების გამოფენები. გამოიფინა ქედის ისტორიული ფოტოები, პუბლიკაციები, ეთნოგრაფიული, სამუზეუმო ექსპონატები. ასევე, ქსოვის, რეწვის, ხეზე კვეთის, ფოლკლორული ნიმუშები. გაიმართა ქედის ღვინის მარნების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რაც მიზნად ისახავს ქედაში შემორჩენილი უნიკალური ვაზის ჯიშების წარმოჩენას, პოპულარიზაციას. გამოვლინდა 23 „საუკეთესო მეღვინე“, რომლებიც სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მოეწყო ახალგაზრდა ევროპელი ელჩების, ქედის საჯარო სკოლასთან არსებული „ეკო კლუბის“ ბავშვების და წითელი ჯვრის კუთხეები. პარალელურად გაიმართა საბავშვო გასართობი პროგრამები, სპორტული ქტივობები, ანიმატორები და მულტფილმის გმირები ზრუნავდნენ ბავშვების გართობაზე, ასევე პატარებს გაუმასპინძლდნენ მათი საყვარელი ტკბილეულით. „შემოდგომა ქედაში“ და „ქედის ღვინის ფესტივალი“ არის დღე სტუმარმასპინძლობის, ძირძველი ტრადიციების წარმოჩენის, მეგობრობისა და სიყვარულის. შესაბამისად, წელსაც ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. ღონისძიებას მუსიკალურად ქედის კულტურის სახლთან არსებული ინდივიდუალური შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები აფორმებდნენ. საღამო მოწვეული ბენდების „ელანძე“, „თორღვა“ და „ბალაბანის“ კონცერტით გაგრძელდა, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიების ორგანიზატორია ქედის მუნიციპალიტეტის მერია და შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)