|
2023-11-03 15:10:57, 984 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკით ინვესტირება კვლავ ყოველგვარი საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი
საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციების მოდულში აქცია წლის ბოლომდე გრძელდება. მომხმარებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა, „საქართველოს ბანკის“ მობილბანკის საინვესტიციო მოდულით, 6000-მდე კომპანიის აქციები ტრანზაქციის საკომისიოს გარეშე შეიძინოს. ამ ეტაპზე ასევე გაუქმებულია ყოველთვიური საკომისიო გადასახადიც. შეთავაზებით სარგებლობა ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია - მათაც, ვინც საინვესტიციო მოდულს უკვე აქტიურად იყენებს და მათაც, ვინც მობილბანკით ინვესტირება ახლა დაიწყო. „საქართველოს ბანკში“ მიზნად ვისახავთ, მომხმარებელს შევთავაზოთ მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ინოვაციური საბანკო პროდუქტი. ამისთვის არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. ერთ-ერთი კი მობილბანკისთვის შექმნილი ინვესტიციების მოდულია. მისი მეშვეობით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ივაჭროს უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე, შეიძინოს სხვადასხვა ფასიანი ქაღალდები, განახორციელოს კიდევ უფრო მეტი ტრანზაქცია და გახდეს საერთაშორისო კომპანიის აქციების მფლობელი. დღეს „საქართველოს ბანკის“ ინვესტიციების მოდულს 27 000-მდე ადამიანი იყენებს და ვიმედოვნებთ, მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში. ინფორმაციისთვის, კამპანიის პირობა არ ვრცელდება Penny Stock-ით ვაჭრობისას, გარდა SOLO/WM კლიენტებისა, რომლებსაც გააქტიურებული აქვთ ანგარიშთა პაკეტი. მათთვის საინვესტიციო მოდულით სარგებლობისას დაწესებული 3 უფასო ოპერაციის პირობა Penny Stock-ით ვაჭრობის შემთხვევაში კვლავ იმოქმედებს. ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)