|
2023-10-26 18:13:37, 509 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ველოდებით, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში ბიზნესები მნიშვნელოვან და ხელსაყრელ გარიგებებს დადებენ, ამის წინაპირობები უკვე არის
„აბრეშუმის გზის ფორუმი" წარმატებით მიმდინარეობს - გარდა იმისა, რომ პრაქტიკულ შეთანხმებებს ეწერება ხელი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, იმედი გვაქვს, რომ ფორუმის ფარგლებში ბიზნესებიც მნიშვნელოვან და ხელსაყრელ გარიგებებს დადებენ, ამის წინაპირობები უკვე არის, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან კომენტარში, სადაც ფორუმის მთავარი სადისკუსიო პანელები შეაჯამა. ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფორუმი ძალიან კარგი პლატფორმაა, სადაც პოლიტიკური ლიდერები ხვდებიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესების წარმომადგენლებს. „ასეთი პლატფორმა, როგორც წესი, სხვა ფორმატების დროს არ არის ხოლმე, როდესაც შეგვიძლია, აქტუალურ, მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელოთ, კონკრეტული პრობლემები დავსვათ და შევთანხმდეთ გადაწყვეტაზე" - განაცხადა მინისტრმა. ფორუმის მთავარი თემა დაკავშირებადობის საკითხებს მოიცავს, მინისტრის ინფორმაციით, საუბარი წარიმართა არამხოლოდ სატრანსპორტო, არამედ შუა დერეფნის სხვა აქტუალურ საკითხებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაზე აქტიურად მონაწილეობენ შუა დერეფნის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნები - ყაზახეთი, უზბეკეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი, ასევე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირები. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მინისტრებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არიან პასუხისმგებელნი, პანელს ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის და სახმელეთო-სატრანსპორტო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. ვისაუბრეთ განვითარების ტენდენციებზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება შუა დერეფანში არსებული გამოწვევები დაიძლიოს საერთაშორისო, მაღალი სტანდარტების გათვალისწინებით. იცით, რომ არსებობს მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც დინამიკაში ახლდება და ძირითადი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია, რის შესაძლებლობასაც ფორუმი გვაძლევს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)