|
2023-10-26 18:06:20, 581 ნახვა
ეკონომიკა
Global Finance-მა „თიბისი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა
საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი „თიბისი“ საუკეთესოდ დაასახელა ნომინაციაში - საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საქართველოში 2024 წელს. SME Bank Awards-ი Global Finance-ის ყოველწლიური დაჯილდოვებაა, რომლის გამარჯვებულები მსოფლიოს ყველა კონტინეტიდან - ჯამში 70-მდე ქვეყნიდან შეირჩნენ. „Global Finance-ის ჯილდოები ნათლად ადასტურებენ, რომ „თიბისი“ გამორჩეული და საუკეთესოა ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ეს ჯილდო არის ჩვენი მრავალრიცხოვანი პროექტისა და ხარისხიანი პროდუქტების მორიგი აღიარება, რომელთა საშუალებითაც ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას,“ - თორნიკე გოგიჩაიშვილი, „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. „მცირე მეწარმეობა ყველა ქვეყანაში ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ფართო სპექტრს მოიცავს, თითოეულ ბიზნესს აქვს სპეციფიკური საჭიროებები, რომელსაც ინდუსტრია, სექტორი თუ გეოგრაფია განაპირობებს. Global Finance-მა დააჯილდოვა ის საფინანსო ინტიტუტები, რომლებიც ფოკუსირდებიან ამ სეგმენტზე და კარგად ესმით, რა სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს მათ ქვეყანაში,“ - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და რედაქტორი. Global Finance-მა გამარჯვებულები თავად ბანკების მიერ წარდგენილ ინფორმაციასა და დამოუკიდებელ კვლევებზე დაყრდნობით გამოავლინა, რომლის დროსაც შეისწავლეს ინდუსტრიის ინსაიდერების, აღმასრულებლებისა და ტექნოლოგიების ექსპერტების მოსაზრებები. ბანკების რეიტინგები მოიცავდა 2022 წლის აპრილიდან 2023 მარტის ჩათვლით პერიოდს. ჟურნალი Global Finance-ი 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 35 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. Global Finance-ი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)