|
2023-10-26 17:01:04, 535 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - „შუა დერეფნის“ განვითარების თემა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა
ჩვენ შეგვიძლია გავდოთ ხიდები არამარტო ფიზიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით - ეს გულისხმობს კარგ კოორდინაციასაც. ჩვენ ასევე უნდა გავიგოთ, საიდან და როგორ მოდის ჩვენთან ტვირთები, როგორ ხდება გადაზიდვა. შეიძლება ეს იყოს ჩინეთიდან, მაგრამ ასევე გვაინტერესებს კავშირი ევროპიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთანაც, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „აბრეშუმის გზის ფორუმის" პანელურ დისკუსიაზე „შუა დერეფანი". დავითაშვილმა, რომელიც პანელის მთავარი მომხსენებელია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარების თემა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, არსებული გამოწვევების მიუხედავად. მისი თქმით, შუა დერეფნის პროექტში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, ასევე სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტი შეიძლება იქნას გამოყენებული - სარკინიგზო, საზღვაო. ბევრი დაინტერესებული მხარეა კერძო სექტორიდან და ამიტომ მუშაობის პროცესში კოორდინაცია უმთავრესი პრიორიტეტის საგანი უნდა იყოს. პანელურ დისკუსიაში „შუა დერეფანი" საქართველოს ვიცე-პრემიერის გარდა სპიკერთა მაღალი დონის გუნდი მონაწილეობს: რაშად ნაბიევი - აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ენვერ ისკურტი, ყაზახეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის ვიცე-მინისტრი სატჟან აბლალიევი, კიტაკ ლიმი - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანი და საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის გაერთიანების (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო. „აუცილებელია, კომფორტული სერვისების მიღების შესაძლებლობა შევუქმნათ ჩვენს კლიენტებს, მომხმარებლებს, ამიტომ გაციფრულება შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ზუსტ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც რეგულარულად განახლდება ხოლმე და ბოლოს ჩვენ მართლაც ვიქნებით ძალიან კონკურენტუნარიანი მარშრუტი. ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს და თუ მისაღები ფასები იქნება, თუ ამ დერეფანში სიტუაცია პროგნოზირებადი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი კლიენტი და მომხმარებელი მოვიზიდოთ გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, ვიცე-პრემიერის შეფასებით, პროექტს შეიძლება მოკლევადიანი დადებითი შედეგები ჰქონდეს, დაჩქარდეს ტვირთების გადაზიდვა შუა დერეფანში, მაგრამ აუცილებელია რომ გამოყენებული იქნას ყველა ის წინაპირობა, რომელიც არსებობს. „მნიშვნელოვანია, მოვიძიოთ უფრო მეტი პარტნიორი და მათთვისაც გავხდეთ სანდრო პარტნიორი", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)